رویدادهای گرجستان

گرجستان

ورود به سایت

نام کاربری :   
کلمه عبور :   
[عضویت]

سرود ملی

 

پرجم ایران

 

پرچم گرجستان

فرا رسیدن ایام مبارک دهه فجر و سالگزد پیروزی انقلاب اسلامی ایران مبارک باد.
برگزیده ها
  • برگزاری جشنواره فیلم ایرانی در گرجستان
    ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს და კულტურის განყოფილების თანამშრომლობითა და ძალისხმევით, 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში გაიმართა ირანული ფილმების ფესტივალი. ფესტივალს უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა. ოთხი საღამოს განმავლობაში, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ნაჩვენები იქნა ოთხი ირანული მხატვრული ფილმი - "ნარგიზების სეზონი", "მაყვალი", "საძილე არტერია" და "სარა და აიდა". ოთხივე საფესტივალო ჩვენებას ესწრებოდნენ ირანიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ქალბატონი ნეგარ აზერბაიაჯნი ფილმის "ნარგიზების სეზონი" რეჟისორი, ბატონი სამან სალური ფილმის "მაყვალი" რეჟისორი, ქალბატონი სამირა ჰასანფური მთავარი როლოს შემსრულებელი ფილმში "მაყვალი".

  • پخش برنامه زنده تلویزیونی از شبکه "ایمدی" گرجستان
    ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი „იმედის დილაში“ ტელეკომპანია იმედის მიწვევით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმი მოჯთაბა ქამრანფარდმი სტუმრად იმყოფებოდა გადაცემაში „იმედის დილა“ . გადაცემის თემა იყო აკაკი ხოშტარიას ირანში მოღვაწეობა და მისი როლი ირან-საქართველოს ურთიერთობების თანამედროვე ეტაპზე.

  • برگزاری ششمین اجلاس کمیسیون مشترک همکاریها بین جمهوری اسلامی ایران و گرجستان
    ირან-საქართველოს ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა მიმდინარე წლის 9 და 10 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა ირან-საქართველოს ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა.

  • اعطای نشان بین المللی فرهنگی شهریار در دانشگاه تبریز
    შაჰრიარის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედლით“ დაჯილდოვდა ექვსი გამორჩეული კულტურის მოღვაწე: ვეის დერმანჩი - ერზერუმის უნივერსიტეტის სპარსული ლიტერატურის პროფესორი; თეა შურღაია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ენისა და ლიტერატურის პროფესორი; მირასგარ ბეჰბუდლუ - ზერბაიჯანელი მთარგმნელი; მოჯთაბა ქამრანფარდი - საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი; ჰასან დიდებან - კულტურის ატაშე ერზერუმში, თურქეთში; მოსტაფა ყოლიზადე - ირანის კულტურის სფეროს წარჩინებული მოღვაწე. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ისაკ ნემათოვი და არდებილელი კულტურის მოღვაწე მოჰამად ყაზი დეჰი.

  • همایش بین المللی با موضوع"نقش شهریار در تعمیق روابط ادبی و فرهنگی"
    საერთაშორისო კონფერენცია "შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში" საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თავრიზის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, დღეს, 2017 წლის 1 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში".



پیام تسلیت
پروفسور جمشید گیوناشویلی ایرانشناس برجسته گرجستان و جهان درگذشت
ცნობილი ქართველი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი ჯემშიდ გიუნაშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემშიდ გიუნაშვილი 1931 წელს ქალაქ თეირანში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თეირანის პრესტიჟული სკოლა „ალბორზი“. 1964 წელს მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1994-2004 წლებში იყო საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მძიმეა ეს დანაკლისი ქართული სამეცნიერო წრეებისათვის. მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ ჯემშიდ გიუნაშვილის ოჯახს და ახლობლებს.
 ٠٩:٢٦ - 1395/11/05 - نظرات : ٠بیشتر >>
رونمایی از رساله فقهی مقام معظم رهبری
آیین رونمایی از رساله فقهی مقام معظم رهبری
ქართველი შიიტი მუსლიმების მისწრაფებისა ისლამური კანონების და წესების უფრო საფუძვლიანად გაცნობისათვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების, ორგანიზაცია „იმანის“ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა აიათოლა ხამენეის „რელიგიის საკითხები და წესები“ აზერბაიჯანულ ენაზე (470 გვრედი). წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 20 იანვარს სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარნაზში. წიგნის პრეზენტაციას საქართველოს შიიტი მუსლიმური თემი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 ١٣:٥٣ - 1395/11/02 - نظرات : ٠بیشتر >>
پخش برنامه تلویزیونی از شبکه اجتماعی و شبکه ایمدی
پخش برنامه تلویزیونی از شبکه اجتماعی و شبکه ایمدی
სატელევიზიო სიუჟეტები საზოგადოებრივი მაუწყებლის იმედის ეთერში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მოჯთაბა ქამრანფარდმა, ირანელი და ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების და საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანები ორგანიზებით 2017 წლის 10-15 იანვრის გაიმართა, იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა კულტურის როლზე ურთიერთობათა გაღრმავებისთვის.
 ١٢:٣٨ - 1395/10/27 - نظرات : ٠بیشتر >>
نمایشگاه "هنرمندان ایرانی و گرجی"
برگزاری نمایشگاه خوشنویسی و نقاشی "هنرمندان ایرانی و گرجی"
ქართველი და ირანელი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების და საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში და ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 10-15 იანვარს გაიმართება ქართველი და ირანელი ხელოვანების ნამუშევართა გამოფენა. გახსნის ცერემონიას, რომელიც ჩატარდა 10 იანვარს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, უამრავი მნახველი და ხელოვნების მოყვარული დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილია ორივე ქვეყნის რამოდენიმე მხატვრის სამოცდაათზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის ირანელი კალიგრაფისტის აბდოლლაჰ ყაჰრემანის და ქართველი მხატვრების როლანდ დუმბაძის და ზურაბ კახნიაშვილის ნამუშევრები
 ١٥:٠٩ - 1395/10/22 - نظرات : ٠بیشتر >>
پیام تسلیت
آیت الله هاشمی رفسنجانی به ملکوت اعلاء پیوست
გარდაიცვალა აიათოლა ჰაშემი რაფსანჯანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი 1989-1997 წლებში. ბოლო დროს ის ხელმძღვანელობდა მიზანშეწონილობის საბჭოს, იყო იმამ ხომეინის ახლო მეგობარი და ისლამური რევოლუციის ერთერთი ლიდერი
 ١٧:١٢ - 1395/10/20 - نظرات : ٠بیشتر >>

<< صفحه قبلی6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 صفحه بعدی >>





لینک سازمانها





 

آمار بازدید

 بازدید این صفحه : 38629
 بازدید امروز : 731
 کل بازدید : 179022
 بازدیدکنندگان آنلاين : 10
 زمان بازدید : 5.2656