رویدادهای گرجستان

گرجستان

ورود به سایت

نام کاربری :   
کلمه عبور :   
[عضویت]

سرود ملی

 

پرجم ایران

 

پرچم گرجستان

فرا رسیدن ایام مبارک دهه فجر و سالگزد پیروزی انقلاب اسلامی ایران مبارک باد.
برگزیده ها
  • برگزاری جشنواره فیلم ایرانی در گرجستان
    ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს და კულტურის განყოფილების თანამშრომლობითა და ძალისხმევით, 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში გაიმართა ირანული ფილმების ფესტივალი. ფესტივალს უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა. ოთხი საღამოს განმავლობაში, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ნაჩვენები იქნა ოთხი ირანული მხატვრული ფილმი - "ნარგიზების სეზონი", "მაყვალი", "საძილე არტერია" და "სარა და აიდა". ოთხივე საფესტივალო ჩვენებას ესწრებოდნენ ირანიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ქალბატონი ნეგარ აზერბაიაჯნი ფილმის "ნარგიზების სეზონი" რეჟისორი, ბატონი სამან სალური ფილმის "მაყვალი" რეჟისორი, ქალბატონი სამირა ჰასანფური მთავარი როლოს შემსრულებელი ფილმში "მაყვალი".

  • پخش برنامه زنده تلویزیونی از شبکه "ایمدی" گرجستان
    ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი „იმედის დილაში“ ტელეკომპანია იმედის მიწვევით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმი მოჯთაბა ქამრანფარდმი სტუმრად იმყოფებოდა გადაცემაში „იმედის დილა“ . გადაცემის თემა იყო აკაკი ხოშტარიას ირანში მოღვაწეობა და მისი როლი ირან-საქართველოს ურთიერთობების თანამედროვე ეტაპზე.

  • برگزاری ششمین اجلاس کمیسیون مشترک همکاریها بین جمهوری اسلامی ایران و گرجستان
    ირან-საქართველოს ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა მიმდინარე წლის 9 და 10 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა ირან-საქართველოს ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა.

  • اعطای نشان بین المللی فرهنگی شهریار در دانشگاه تبریز
    შაჰრიარის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედლით“ დაჯილდოვდა ექვსი გამორჩეული კულტურის მოღვაწე: ვეის დერმანჩი - ერზერუმის უნივერსიტეტის სპარსული ლიტერატურის პროფესორი; თეა შურღაია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ენისა და ლიტერატურის პროფესორი; მირასგარ ბეჰბუდლუ - ზერბაიჯანელი მთარგმნელი; მოჯთაბა ქამრანფარდი - საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი; ჰასან დიდებან - კულტურის ატაშე ერზერუმში, თურქეთში; მოსტაფა ყოლიზადე - ირანის კულტურის სფეროს წარჩინებული მოღვაწე. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ისაკ ნემათოვი და არდებილელი კულტურის მოღვაწე მოჰამად ყაზი დეჰი.

  • همایش بین المللی با موضوع"نقش شهریار در تعمیق روابط ادبی و فرهنگی"
    საერთაშორისო კონფერენცია "შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში" საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თავრიზის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, დღეს, 2017 წლის 1 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში".



چاپ تقویم
چاپ تقویم 2017 به زبان آذری
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად დაბეჭდა ახალი 2017 წლის კალენდარი, სადაც აღნიშნულია ყველა რელიგიური დღესასწაული. კალენდარი რვა ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა და საქართველოს შიიტ მოსახლეობაში საჩუქრად დარიგდა. უკვე მეორე წელია რაც ასეთი სახის კალენდარი იბეჭდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ შიიტ მოსახლეობაში ვრცელდება.
 ١٠:٥٧ - 1395/10/08 - نظرات : ٠بیشتر >>
همایش دانشجویی
برگزاری همایش دانشجویی در دانشگاه آزاد گرجستان
სტუდენტური კონფერენცია თავისუფალ უნივერსიტეტში დღეს, 2016 წლის 26 დეკემბერს, თავისუფალი უნივერსიტეტში გაიხსნა სტუდენტური კონფერენცია „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი“. კონფერენცია მიეძღვნა აზიისა აფრიკის ინსტიტუტის დაარსებიდან ოცდახუთი წლისთავს. კონფერენციის გახსნას დაესწრნენ დიპლომატიური ორგანიზაციების, საინვესტიციო ჯგუფებისა და სხვადსსხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 ١٤:١٧ - 1395/10/06 - نظرات : ٠بیشتر >>
همایش وحدت اسلامی
برگزاری همایش وحدت اسلامی در گرجستان
წმინდა მუჰამედ წინასწარმეტყველის და იმამ ჯაფარ სადეყის დაბადების დღის აღსანიშნავად, 2016 წლის 17-19 დეკემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და რელიგიური თემების ერთობლივი თანამშრომლობით ქალაქ მარნეულში, რუსთავში და გარდაბანში ჩატარდა ისლამის ერთობის კონფერენცია და სადღესასწაულო ღონისძიებები. ამ სადღესასწაულო ღონისძიებებს უამრავი საქართველოს მკვიდრი მუსლიმი დაესწო, წარმოთქმული და შესრულებული იქნა ბევრი სახოტბო ლექსი და სიმღერა.
 ١٠:٤٧ - 1395/09/29 - نظرات : ٠بیشتر >>
مصاحبه تلویزیونی با شبکه پاتریاکی
مصاحبه تلویزیونی با شبکه پاتریاکی گرجستان
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მიწვევით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მოჯთაბა ქამრანფარდმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო გადაცემაში „ეპოქის სახეები“. გადაცემის დასაწყისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მიესალმა მაყურებელს და მადლობა გადაუხადა არხის ხელმძღვანელობას გადაცემაში მიწვევისთვის. მან აღნიშნა, რომ ამ სახის გადაცემები უდავოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
 ١٥:٠٠ - 1395/09/26 - نظرات : ٠بیشتر >>
"آشنایی با قرآن"
چاپ کتاب"آشنایی با قرآن"
ისლამის სწორი და ჭეშმარიტი წარმოჩენისთვის და გაგებისთვის, იმ სიღრმეების გაანალიზებისთვის რაც წმინდა წიგნ ყურანშია გადმოცემული, აგრეთვე ყველა ღვთიური რელიგიების საერთო ღირებულებების შესაფასებლად, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელშეწყობით და სარულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომლობით გამოვიდა ირანელი თეოლოგისა და ფილოსოფოსის შაჰიდ მორთეზა მოთაჰარის წიგნი „გავეცნოთ ყურანს“ აზერბაიჯანულ ენაზე.
 ١٦:٤٧ - 1395/09/22 - نظرات : ٠بیشتر >>

<< صفحه قبلی7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 صفحه بعدی >>





لینک سازمانها





 

آمار بازدید

 بازدید این صفحه : 38624
 بازدید امروز : 626
 کل بازدید : 178917
 بازدیدکنندگان آنلاين : 6
 زمان بازدید : 1.3281