رویدادهای گرجستان

گرجستان

ورود به سایت

نام کاربری :   
کلمه عبور :   
[عضویت]

سرود ملی

 

پرجم ایران

 

پرچم گرجستان

آغاز سال نو میلادی و میلاد پیامبر صلح و مهربانی حضرت عیسی مسیح(ع) بر تمامی آزادگان جهان گرامى باد.


همایش دانشجویی در دانشگاه آزاد گرجستان
برگزاری همایش دانشجویی در دانشگاه آزاد گرجستان
სტუდენტური სამენიერო კონფერენცია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დღეს, 2017 წლის 22 დეკემბერს, თბილისის თავისუალ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სამენიერო კონფერენცია „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი“. კონფერენციის გახსნას დაესწრნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, ყატარის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილე 25 სტუდენტი წარადგენს მოხსენებას და კონფერენციის დასასრულს, ტრადიციულად მათ გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხრიდან.
 ١٤:١٤ - 1396/10/19 - نظرات : ٠بیشتر >>
ملاقات با رییس کتابخانه ملی گرجستان
ملاقات با رییس کتابخانه ملی گرجستان
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან 2017 წლის 21 დეკემბერს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მოჯთაბა ქამრანფარდი, სტუმრად ეწვია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, ბატონ გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების პერსპექტივებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა თანამედროვე პერიოდში ირანსა და საქართველოს შორის არსებულ მყარ კავშირებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და კულტურული კავშირების გაღრმავების აუცილებლობას.
 ١٦:٣٨ - 1396/09/30 - نظرات : ٠بیشتر >>
جشنواره فیلم ایرانی در گرجستان
برگزاری جشنواره فیلم ایرانی در گرجستان
ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს და კულტურის განყოფილების თანამშრომლობითა და ძალისხმევით, 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში გაიმართა ირანული ფილმების ფესტივალი. ფესტივალს უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა. ოთხი საღამოს განმავლობაში, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ნაჩვენები იქნა ოთხი ირანული მხატვრული ფილმი - "ნარგიზების სეზონი", "მაყვალი", "საძილე არტერია" და "სარა და აიდა". ოთხივე საფესტივალო ჩვენებას ესწრებოდნენ ირანიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ქალბატონი ნეგარ აზერბაიაჯნი ფილმის "ნარგიზების სეზონი" რეჟისორი, ბატონი სამან სალური ფილმის "მაყვალი" რეჟისორი, ქალბატონი სამირა ჰასანფური მთავარი როლოს შემსრულებელი ფილმში "მაყვალი".
 ١٠:٥٣ - 1396/09/17 - نظرات : ٠بیشتر >>
افتتاحیه مرکز علمی- تحلیلی روابط ایران و گرجستان
برگزاری همایش و افتتاحیه مرکز علمی- تحلیلی روابط ایران و گرجستان
საქართვრლო-ირანის სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრი 2017 წლის 1 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხსენებული უნივერსიტეტის და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების თანამშრომლობითა და ინიციატივით, გაიხსნა საქართვრლო-ირანის სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრი. გახსნის ცერემონიაზე წარსდგა რამოდენიმე მომხსენებელი თემაზე „ქართველი აღმოსავლეთმცოდნეების როლი ირან-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და წინსვლაში“ . განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა კავკასიის რეგიონის აქტუალური საკითხები და ირანის ისლამური რესპუბლიკის მნიშვნელობა რეგიონალურ პოლიტიკაში, ირან-საქართველოს ურთიერთობების ჭრილში.
 ٠٩:٤٨ - 1396/09/13 - نظرات : ٠بیشتر >>
افتتاح اتاق ایران
افتتاح اتاق ایران در انستیتو شرق شناسی گرجستان
პროფესორ მაგალი თოდუას სახელობის ირანის ოთახი გაიხსნა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, 2017 წლის 28 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიხსნა პროფესორ მაგალი თოდუას სახელობის ირანის ოთახი. ღონისძიებას დაესწრო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე, თსუ ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი ნომადი ბართაია, ქართველი აღმოსაცლეთმცოდნე ირანისტები და ამ მიმართულების სტუდენტები.
 ٠٩:٢٠ - 1396/09/09 - نظرات : ٠بیشتر >>

2 3 4 5 6 7 8 9 10 صفحه بعدی >>





لینک سازمانها





 

آمار بازدید

 بازدید این صفحه : 13979
 بازدید امروز : 41
 کل بازدید : 164863
 بازدیدکنندگان آنلاين : 4
 زمان بازدید : 0.9531